პოტსდამში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის

23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. მათ ანგარიშზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

ოქროს მედლის მფლობელები ზაურ დვალაშვილი (81კგ) და საბა ინანეიშვილი (+100კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლები ნინო ლოლაძემ (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი კოტე კაპანაძე (73კგ) გახდა.

მოპოვებული მედლების რაოდენობით კაცთა შორის საუკეთესო შედეგი საქართველომ აჩვენა