კიშინიოვში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა შორის.

ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი ჯაბნიაშვილმა, 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ოქროს დროში მასპინძელი მიჰაილ ლატიშევი იუკოთი დაამარცხა და 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

+100 კგ წონაში შალვა გურეშიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში გერმანელი დანიელ უძილაური იპონით დაამარცხა

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ ერთი ოქროს (90კგ გიორგი ჯაბნიაშვილი), ორი ვერცხლის (60კგ მათე გოგობერიშვილი, 73კგ მათე ბერუაშვილი) და სამი ბრინჯაოს მედალი (57კგ ნინო ლოლაძე, 81კგ კოტე კაპანაძე, +100კგ შალვა გურეშიძე) მოიპოვეს.

კიშინიოვის მსოფლიო ჩემპიონატზე 100კგ წონაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა გერმანელი გიორგი უძილაური, 73კგ წონაში კი ბრინჯაოს მედალი პორტუგალიელმა ოთარ კვანტიძემ მოიპოვა.