პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე ძალოსნობაში 23 წლამდე ახალგაზრდათა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 81 კგ წონით კატეგორიის გოგონები ასპარეზობდნენ.

გამარჯვებულის კვარცხლბეკზე 81 კგ წონაში მოასპარეზე ორივე ქართველი ძალოსანი შედგა. პირველ მოძრაობაში ნანა ხორავამ 95კგ აიტაცა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნათია გადელიამ, მასზე 1 კგ-ით ნაკლების ძლევით კი ბრინჯაოს მედალი.

აკვრაში მცირე ვერცხლის მედალი ნათია გადელიამ მოიპოვა, ბრინაოს მედლის მფლობელი კი ნანა ხორავა გახდა.

ორჭიდის ჯამში ნათია გადელიამ დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა,  ნანა ხორავა კი დიდი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.