სამხრეთ ამერიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში არგენტინელ ფეხბურთელებს ვერც ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა ლიონელ მესიმ და ვერც საკუთარმა კედლებმა ვერ უშველეს. ურუგვაელებმა მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და პირველი დამარცხება აგემეს.

ბრაზილიის ნაკრები კოლუმბიაში მე-4 წუთზე გატანილი გოლით 75-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ 4 წუთში მასპინძლებმა ალისონი ორჯერ აიძულეს კარიდან ბურთი გამოეტანა და გაიმარჯვეს.  

არგენტინა - ურუგვაი 0:2(0:1)
გოლები: 41' რონალდ ალაუხო 0:1, 87' დარვინ ნუნიესი 0:2

კოლუმბია - ბრაზიილია 2:1(0:1)
გოლები: 4' გაბრიელ  მარტინელი 0:1, 75'  და 79' ლუის დიასი 1:1 და 2:1

ჩილე - პარაგვაი 0:0
გაძევება: 44' რობერტ როხასი (პარაგვაი, წითელი ბარათი), 88' ვიქტორ მენდესი (ჩილე, წითელი ბარათი)

ბოლივია - პერუ 2:0(1:0)
გოლები: 20' ჰენრი ვაკა ურკიზა 1:0, 87' რამირო ვაკა 2:0

ვენესუელა - ეკვადორი 0:0

არგენტინა 5 4-0-1 7:2 12
ურუგვაი 5 3-1-1 10:5 10
კოლუმბია 5 2-3-0 5:3 9
ვენესუელა 5 2-2-1 5:2 8
ბრაზილია 5 2-1-2 8:6 7
ეკვადორი 5 2-2-1 4:3 5*
პარაგვაი 5 1-2-2 1:2 5
ჩილე 5 1-2-2 3:6 5
ბოლივია 5 1-0-4 4-11 3
პერუ 5 0-1-4 0:7 1

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ექვსი გუნდი ითამაშებს, მეშვიდე ადგილზე გასული გუნდი კი საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში სხვა კონფედერაციის წარმომადგენელთან გამართავს შეხვედრას

* ეკვადორს სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით დაკლებული აქვს სამი ქულა