2015 წელს მეტად საინტერესო სპორტული მოვლენებია დაგეგმილი. ”აიპრესი” გთავაზობთ ამ წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების კალენდარს.

19 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაიმართება ავსტრალიის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში.

13-15 თებერვალს ”მედისონ სქვეარ გარდენსა” და ბრუკლინში, NBA-ს ”All Star-ის” უქმეებია დაგეგმილი.

17 თებერვალს უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩები უბრუნდება მოედანს.

19 თებერვალს კი უეფას ევროპის ლიგა ბრუნდება.

15 მარტს ფორმულა 1-ის სეზონი იღებს სათავეს.

18 აპრილიდან 4 მაისამდე ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში.

24 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით გაიმართება საფრანგეთის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში.

27 მაისს უეფას ევროპის ლიგის ფინალი გველის წინ.

6 ივნისს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ბერლინში, ოლიმპიასტადიონზე გაიმართება.

6 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში.

11 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, ფეხბურთის მოყვარულებს, ”კოპა ამერიკა” ელით.

26 ივლისს სათავეს იღებს ევროპი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 1 აგვისტომდე თბილისში, სპეციალურად მოწყობილ ოლიმპიურ სოფელში გაიმართება.

29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით კი უიმბლდონის ჩემპიონატი გველოდება.

11 აგვისტოს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება ევროპის სუპერ თასის მატჩი ფეხბურთში.

31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით იმართება ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში.

5 სექტემბერს იწყება ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, სადაც ქართველი კალათბურთელებიც იღებენ მონაწილეობას.

18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი. ქართველმა მორაგბეებმა მოახერხეს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.