თბილისში მიმდინარე ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს 15-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ლიტვის ნაკრებს უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა. 

ტურნირის მონაწილე თურქეთმა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კი 3:0 აჯობა ბელარუსს.

ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან უდიდესი უპირატესობა ტაიმებში 3-3 გოლით აღნიშნა. თავი ჯაბა ჯიბლაძემ (მე-7 წუთი), ლუკა ქუნთელიამ (19), ლუკა გაგნიძემ (26), ლუკა თაგორაშვილმა (51), ნიკა სიხარულაშვილმა (60) და გიზო მამაგეიშვილმა (66) გამოიჩინეს.

ლიტვასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

შურღაია, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, ზოსიაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი, ჩხეტიანი, ჯიბლაძე, ქუნთელია.

შეცვლაზე შევიდნენ: აბჟანდაძე, მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, სიხარულაშვილი, ბეჭვაია, მეხტიევი, თაგორაშვილი.

მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. 12 საათზე "დავით პეტრიაშვილზე" ლიტვა თურქეთს შეხვდება, ხოლო 14 საათზე "ბასაზე" საქართველო ბელარუსს გაეჯიბრება.