ალბანეთის ქალაქ დურესში დასრულდა 13 წლის ასაკის მოსწავლე გოგონათა ჩემპიონატი ჭადრაკში.

ასპარეზობის დასკვნით, მე-8 ტურში ერთმანეთს ოქროს მედლის ორი პრეტენდენტი, 5კესარია მგელაძე და აზერბაიჯანელი საადატ ბაშირლი შეხვდნენ.  

შეხვედრა ყაიმით დასრულდა და კესარია მგელაძემ 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დაგროვა. მან ერთი ქულით გაუსწრო უახლოეს მეტოქეს  I ადგილი და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.