სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, 1 აგვისტოდან დღემდე ,პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა მიღებული აქვს სალომე ზურაბიშვილს - 3 634 381 ლარი.
შემდეგ ადგილებზე არიან: გრიგოლ ვაშაძე - 617 945,32 ლარი; დავით ბაქრაძე - 599 113,51 ლარი; დავით უსუფაშვილი - 33 190 ლარი; სალომე ზურაბიშვილის სახელზე 284 ჩარიცხვაა დაფიქსირებული. აქედან, 94 იმ პირთა მიერ, რომლებმაც პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის მისი ყოფნაზე პროტესტი ანგარიშზე 30 თეთრის ჩარიცხვით გამოხატეს. სალომე ზურაბიშვილის სახელზე ჩარიცხული 3 634 380, 85 ლარის შემოწირულობიდან 27,25 ლარი 94 პროტესტანტისგანაა, 1 214 395,6 ლარი 146 შემომწირველისგან, ხოლო 2 419 958 ლარი კი 44 მსხვილი შემომწირველისგან. სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემომწირველები არიან: 40 000 ლარი 1. სალომე ზურაბიშვილი; 2. არკადი კიშკო - დ. ტატიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი, ექიმი-ტრავმატოლოგი; 3. გოჩა კურდღელია - ქ. ფოთის მერი 45 000 ლარი 4. ალექსანდრე ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა; 5. გიორგი ჩაკვეტაძე - შპს "ვაკე-2011" 50 000 ლარი 6. ვახტანგ ლაღიძე - შპს "ლაღიძე და პარტნიორები", შპს "ბოთლრს ჯორჯია" და სხვა; 7. დავით თოფურიძე - შპს "ყვარლის სარდაფი", შპს "ტიფლისი", შპს ბარაკონი" და სხვა; 8. კახა კალაძე; 9. ნატა ყაზახაშვილი - ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 10. ზურაბ დარახველიძე - ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი; 11. ნიკოლოზ ქარცივაძე - ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 12. იოსებ მაკრახიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; 13. ზვიად მუკუტაძე - შპს "ბალავერი XXI", შპს GBC; 14. ნათია ხვისტანი - საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე; 15. ზურაბ ბუბუტეიშვილი - შპს სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილი, შპს "მარჯანიშვილი 19", შპს "ჯოვანე ჯენტილე" და სხვა; 16. პეტრე წაქაძე - შპს "თეგეტა მოტორსი", შპს "ჯეო ინვესტი", შპს "აისი დეველოპმენტი" 55 000 ლარი 17. დავით ბალანჩივაძე - შპს "გოლდენ გრუპი", შპს 'სასტუმრო პრეზიდენტი", შპს "გლობუსი" და სხვა; 18. გიორგი მახათაძე - შპს "გაგრა პლიუსი", შპს "ოპტიმა +"; 19. პაატა კოკაია - შპს "სასტუმრო გუდაური ინნ", შპს " სასტუმრო ივერია ინ", შპს "იოლმშენი" და სხვა; 20. გიორგი მშვილდაძე - შპს "თეგეტა მოტორსი", შპს "საწვავის ტრანსკავკასიური კომპანია" 59958 ლარი 21. რუსლან აბაშიძე - "გემო გრუპ ჯორჯია", "პრაიმ ჰიდრო Prime Hydro", შპს "ენკონ" და სხვა 60 000 ლარი 22. გოჩა ენუქიძე - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; 23. ივლიანე წულაია - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; 24. დიმიტრი ადამია - შპს "არქი ვარკეთილი", შპს "გორგასალი რეზიდენს", შპს "ჯორჯია კონსალტინგი" 25. ირაკლი ქაფიანიძე - შპს 'არქი საბურთალო", შპს "არქი ინვესთმენთს", შპს "არქი ჰოთელს" და სხვა; 26. კახაბერ კობაივანოვი - შპს "ევრაზია დეველოპმენტ გრუპ", შპს "ჯეოტრონიკსი", შპს "ვექტორ ჯგუფი" და სხვა; 27. ავთანდილ გულიკაშვილი - მშპს "ჯიი XXI", შპს "საგარეჯო 2009", შპს "სათავე პლუს"; 28. ვლადიმერ სტეფანიანი - შპს "საგა-ბაკურიანი", შპს "ბუენოს აირესი", შპს "ნიკორა ბაკურიანი" და სხვა; 29. ნიკა მერაბიშვილი - შპს "დემაქს გოთუა", შპს "ვივა კრწანისი", შპს "ველს მენეჯმენტ" და სხვა; 30. გიორგი თანანაშვილი - შპს "ველს მენეჯმენტ", შპს "ფორ გრუპ", შპს "ველს სეილს ენდ მარკეტინგ" და სხვა; 31. სერგო გალუსტიანი - შპს "ახალი ტექნოლოგიები", შპს "ეიდი ტეკი", შპს "პრინტ ვიჟენ" და სხვა; 32. ირაკლი ცეკვაშვილი - შპს "ლოტუს დეველოპმენტი", შპს "თი ენდ აი კომპანი", შპს "აისბერგ ფოთი" და სხვა; 33. გიორგი ქსოვრელი - შპს "სიფუდ გრუპ", შპს "პარტნიორი", შპს "ჩინი ჯიმექს ჯგუფი" და სხვა; 34. დავით შენგელაია - შპს "პიკნიკი", შპს "ბორანი", შპს "ვ. ს. კომპანია" და სხვა; 35. გიორგი გველესიანი - შპს "ოლდ სითი გრუპ", შპს "ამერი დეველოპმენტი", შპს "ჯი-თი გრუპ" და სხვა; 36. ბონდო ომიანიძე - შპს "ელექტრო მონტაჟ სერვისი", შპს "კოსო"; 37. თენგიზ წულაია - ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნესპარტნიორი; 38. გიორგი აბრამიშვილი - შპს "ბილდი", შპს "ნიუ მოტორსი", შპს "საგზაო ტექნიკა"; 39. რომანი აბრამიშვილი - შპს "პარკ ვერტექსი", შპს "დეველოპმენტ გრუპ ჯორჯია", შპს "გ & კ ტექნოლოგი" და სხვა; 40. შალვა ერისთავი - შპს "სასტუმრო თელავი", შპს "გომბორი 2009", შპს "მ. ბ. თბილისი გრუპ" და სხვა; 41. ირაკლი ხახუბია- საქართველოს პარლამენტის წევრი; 42. ნანა პატარკაციშვილი - ბადრი პატარკაციშვილის და; 43. მზია თოთლაძე - ბადრი პატარკაციშვილის და; 44. ნათელა პატარკაციშვილი - ბადრი პატარკაციშვილის დედა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე 617 945,32 ლარი 184 შემოწირულობით შეგროვდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან: 60 000 ლარი 1. დავით კირკიტაძე - ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი; 2. ირაკლი კირკიტაძე - დავით კირკიტაძის ძმა 50 000 ლარი 3. რომან ზოიძე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი; 30 000 ლარი 4. შპს “ავტოჰაუსი -რუსთავი 2011”-ის მიერ გაღებული შემოწირულობა 30 000 ლარია. აღნიშნული შპს თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს გიორგი უდესიანმა და დავით ხამაშურიძემ ( იყო ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), შემდეგ გიორგი უდესიანმა გაასხვისა თავის კუთვნილი წილი პანამაში რეგისტრირებულ “ტრეიფორს ჰოლდინგ”-ზე 5. ნიკანორ მელია - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; 15 000 ლარი 6. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი; 7. გიორგი ვალიშვილი - ბათუმის საერთაშორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ნეიროქირურგი 13 750 ლარი 8. ნინო კვიტაიშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი 2017 წელს; 12 000 ლარი 9. ირაკლი ნადირაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი; 10. ლევან ხაბეიშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი; ევროპული საქართველოს ანგარიშზე 599 113,51 ლარის შემოწირულობაა. 183-დან ყველა მსხვილი შემომწირველები არიან: 54 999,3 ლარი 1. აკაკი კილასონია - საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს რაიონში 2017 წელს, შპს "მუხიანი"; 40 000 ლარი 2. ლევან გაგვიშვილი - შპს "არკადია პრომოუშენი", შპს "ფიდალ ჯორჯია", შპს "ქართლი ჰაუსი"; 25 000 ლარი 3. ბექა პაატაშვილი - თავდაცვის ყოფილი მინისტრთან დავით კეზერაშვილთან და გიგა ბოკერიას ქვისლის კახაბერ ნინუას პარტნიორი, შპს "თბილისი ფროფერთიზ გრუპი"; 23 000 ლარი 4. გიორგი წასიძე - “ევროპული საქართველოს“, მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბის რაიონში 2017 წელს, შპს “მეგასპორტი”, შპს “მეგლაინი; 22 222,22 ლარი 5. ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2007-08 წლებში; 20 000 ლარი 6. გიორგი გარსევანიშვილი - შპს "ონლაინ სერვისი", შპს "ვებკომი", შპს "ნიუს ჯი" სს "აი თი დი სი" და სხვა; 7. გიორგი ტყებუჩავა - შპს "ვაკე აფსეითი", შპს "შტატის ჰოლდინგური კორპორაცია საქართველო", შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი:, შპს "წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა"; 15 000 ლარი 8. თეიმურაზ ჩერგოლეიშვილი - გიგა ბოკერიას სიმამრი; 9. გიორგი ფრუიძე - ჟურნალ "ტაბულა"-ს დამაარსებელ სამოქალაქო განათლების ფონდის გამგეობის წევრი და აღმასრულებელი დირექტორი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილი შპს "ჯორჯიან მედია კომპანი"-ს და შპს "მედია ჯორჯია"-ს დირექტორი, შპს "სმარტ აფი"; 10. ირაკლი უგულავა - გიგი უგულავას ძმა, შპს “ჯეოლენდი”, სპს “ჯიოლენდი”, შპს “ჯეოლენდ თრეველი”, შპს ‘ინჯოი”, შპს “ბეთლმის ქოხი”, შპს “3D სკან სტუდიო, რკ “კონა”; 11 000 ლარი 10. ანასტასია ბენდუქიძე - კახა ბენდუქიძის შვილი, შპს “ჟურნალი ტაბულა”, შპს “განვითარების ცენტრი”. პრეზიდენტობის სხვა კანდიდატთა შემოწირულობები: ბესარიონ თედიაშვილი - 13 000 ლარი; ზურაბ ჯაფარიძე - 9 101 ლარი; ავტორი: რაულ კაპანაძე