კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა გადაცემა “ანალიტიკაში“ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და ეკონომიკური განვითარება შეაფასა. მისი თქმით, ზოგადი ბიზნესგარემო ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო ბიზნესის კეთების კუთხით.

"ცალსახად გიორგი კვირიკაშვილის მართველობის პერიოდის ბიზნესგარემოს და ეკონომიკურ განვითარებას არამარტო ჩვენი კომპანიისთვის, ზოგადად ბიზნესისთვის ერთ-ერთ საუკეთესო გარემოდ შევაფასებდი. იყო გარემო, როდესაც ბიზნესი თავისუფალი იყო გადაწყვეტილების მიღებისგან, არ ეშინოდათ ინვესტირება და რისკის აღება.
როდესაც ბიზნესზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა, მეტნაკლებად ზოგიერთ ბიზნესზე მოახდინა პოზიტიური გავლენა,ზოგიერთზე-არა, მაგრამ ზოგადი ბიზნესგარემო, ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო ბიზნესის კეთების კუთხით. მინდა, პირადად წინა პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გადავუხადო მადლობა ამისათვის.
თუმცა იყო რეგულაციები, რომელსაც არ მივესალმები და ვფიქრობ, არ უნდა შესულიყო ძალაში და არ უნდა განხორციელებულიყო ასეთი ფორმით.
მაგალითად, რეფორმა მიწის შეზღუდვაზე, მათ შორის შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა უშუალოდ სამომხმარებლო სესხების ნაწილში შეზღუდვას.

რეალურად, ორივე რეფორმა განკუთვნილი და განცხადებულია ჩვენ მოსახლეობაზე ზრუნვისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ორივე უარყოფით გავლენას ახდენს იმ ხალხზე, ვისზე ზრუნვის საბაბითაც ეს გაკეთდა.
ერთი მხრივ, გლეხები ვისაც აქვთ მიწა, მაგრამ არ შეუძლიათ მისი იპოთეკაში ჩადება ,გაყიდვა მაღალ ფასად, დამატებით ინვესტორების მოზიდვა, ვინაიდან ეს მიწა თვითონ რაც ჰქონდათ მაღალი აქტივი არალიკვიდურია, ბევრი შეზღუდვა ეხება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მათვის ეს პირიქით უარესია.
ასევე, როცა ვსაუბრობთ მოსახლეობის დაცვაზე ჭარბვალიანობისგან და ე.წ განვადებისგან, ჩავიხედოთ რისგან და რატომ იყო?რა სექტორზე და რის გამო იყო გამოწვეული?
ამ შეზღუდვით ხალხს, ვისაც ჭირდება ფინანსები, ხელმისაწვდომობას ვუზღუდავთ,მათ არ შუეძლიათ სამომხმარებლო სესხის აღება, რომლითაც შეუძლიათ დააფინანსონ მიმდინარე ხარჯები თუ ყოველდღიური მოთხოვნილება. ვფიქრობ, ეს მათზეც მოახდენს უარყოფით გავლენას“,-განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.