ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონში, მე-5 კვარტალი, მე-15 კორპუსის მიმდებარედ, 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო სამუშაოებამდე, სრულად შეიცვალა წყალარინების ქსელი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსის ბრტყელი სახურავით გადახურვა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ კორპუსის მცხოვრებლებთან ერთად დაათვალიერა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და ასფალტის საფარის მოსაწყობად,  ნაძალადევის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 135 135 ლარი  დაიხარჯა.