საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის მე-20 კმ-ზე (სოფელ ნიჩბისის მიმდებარედ) განვითარებული მეწყრული პროცესების პრევენციისთვის სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილაბა ამ მონაკვეთზე საავტომობილო გზის ერთ ზოლზე ხოციელდება.
არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხიმინჯოვანი ქვედა საყრდენი კედელი და აღდგება დაზიანებული გზის საფარი, რაც უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.








