ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თითქმის ერთსაუკუნოვანი ძალისხმევის შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს მალარიისაგან თავისუფალ ქვეყნად აცხადებს.

საქართველო მალარიისაგან თავისუფალი სტატუსის მქონე 45 ქვეყნისა და 1 ტერიტორიის რიგებს შეუერთდა.„ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ მიღწევას, რომელიც შესაძლებელი გახდა ათწლეულების განმავლობაში მალარიის, მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მკვლელი დაავადების, აღმოსაფხვრელად გაწეული მიზანმიმართული და მდგრად ქმედებებით - აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი. „საქართველოს თავდადება და წარმატება გვაძლევს იმედს, რომ მალარიისგან თავისუფალი სამყარო შესაძლებელია.”„საქართველოს ეს მიღწევა ნამდვილად აღსანიშნავია. ამ მიღწევის წყალობით, ჯანმოს ევროპის რეგიონი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მსოფლიოში პირველი მალარიისგან თავისუფალი რეგიონის სტატუსს” - აცხადებს ჰანს ჰენრი პ. კლუგე, ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი. ”ეს არ ხდება ვაკუუმში, ეს შესაძლებელი გახდა მდგრადი ინვესტიციების, ჯანდაცვის მუშაკთა თავდადებისა და მალარიის ყველა შემთხვევის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მკურნალობის მიზნობრივი ძალისხმევის წყალობით.”ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს მალარიის ელიმინაციის სერტიფიკატს იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა დაამტკიცებს, ყოველგვარი გონივრული ეჭვის გარეშე, რომ ადგილობრივი გადაცემის ჯაჭვი შეწყვეტილია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სულ მცირე გასული სამი წლის განმავლობაში.ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა. მისივე განცხადებით, ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.


დიდი ხნის გამოწვევამალარია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა. 1900-იანი წლების დასაწყისში სისტემატური კონტროლის მცდელობების დანერგვამდე მალარიის პარაზიტის სულ მცირე 3 სახეობა - P. falciparum, P. malariae და P. vivax - იყო ენდემური. 1920-იან წლებში მოსახლეობის დაახლოებით 30% იყო ინფიცირებული მალარიით, რომელიც გამოწვეული იყო P. vivax მალარიის სახეობით.1940 წლისთვის კოღოების კონტროლის ფართომასშტაბიანმა პროგრამებმა ხელი შეუწყო მალარიის შემთხვევების მნიშვნელოვნად შემცირებას დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებების გაუმჯობესების გზით. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს მოსახლეობის გადაადგილებამ და სამედიცინო დაწესებულებათა გადატვირთვამ კვლავ გამოიწვია მალარიის შემთხვევათა ზრდა.  ომისშემდგომ პერიოდში საქართველომ დანერგა ინტენსიური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა მალარიის აღმოფხვრას ახალი მედიკამენტების გამოყენებით, შესასხურებელ ინსექტიციდებს და ძლიერ ენტომოლოგიურ მეთვალყურეობას. კამპანიამ წარმატებით მოახერხა P. falciparum-ის გავრცელების შეჩერება 1953 წლისთვის, P. malariae - 1960 წლისთვის, ხოლო P. vivax - 1970 წლისთვის.საქართველო მალარიისგან თავისუფალი იყო 25 წლის განმავლობაში, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამ ხელი შეუშალა პრევენციულ სამუშაოებს. 2002 წლისთვის ქვეყანაში მალარია კვლავ გაჩნდა. დაფიქსირდა 474 შემთხვევა.


ახალი ვალდებულებები დაავადების შესაჩერებლად2005 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 9 ქვეყანასთან ერთად, საქართველომ ხელი მოაწერა ტაშკენტის დეკლარაციას, სადაც კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება მალარიის აღმოფხვრის შესახებ. შემდგომმა გააქტიურებულმა ინტერვენციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა მალარიის შემთხვევები. ბოლო ადგილობრივი შემთხვევა დაფიქსირდა 2009 წელს. 2015 წლისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონის 53-ვე ქვეყანაში საქართველოს ჩათვლით მალარიის არცერთი ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.რეგიონში მალარიის ხელახლა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ტაშკენტის დეკლარაციის თავდაპირველმა ხელმომწერებმა 2017 წელს გამოსცეს აშხაბადის განცხადება, რომლითაც ვალდებულნი არიან გაწიონ ძალისხმევა, რათა ამ ქვეყნებში მალარია ხელახლა არ გავრცელდეს. თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა ჯანმოს ევროპის რეგიონში, რომელსაც ეს სტატუსი ჯერ არ გააჩნია.2024 წელს, საქართველოს სერტიფიცირების პროცესში, მალარიის აღმოფხვრისა და სერტიფიცირების ტექნიკური მრჩეველთა ჯგუფმა, ჯანმოს დამოუკიდებელმა საკონსულტაციო ორგანომ, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგად ფუნქციონირებადი და სათანადო რესურსებით აღჭურვილი ჯანდაცვის სისტემა, ძლიერი თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის და პოლიტიკური ვალდებულება მალარიისგან თავისუფალი სტატუსის შესანარჩუნებლად.

 WHO-ს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიკატისაბოლოო გადაწყვეტილებას მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიკატის მინიჭების შესახებ იღებს ჯანმოს გენერალური დირექტორი, მალარიის აღმოფხვრისა და სერტიფიცირების ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციისა და მალარიის პოლიტიკის საკონსულტაციო ჯგუფის ვალიდაციის საფუძველზე. ჯანმოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიცირების პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციას ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი ავრცელებს.