ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტის „ბანკ ოფ ამერიკა სტედიუმზე“ დასრულდა  მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა ლისაბონის „ბენფიკას“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის.

„ჩელსის“ და „ბენფიკას“ მეოთხედფინალური შეხვედრაში ლონდონელები უკეთ გამოიყურებოდნენ. მათ 64-ე წუთზე შეძლეს გოლის გატანა და „ბენფიკას“ დამარცხებისგან რამდენიმე წუთი აშორებდა, როდესაც მსაჯმა წვიმის გამო თამაში შეწყვიტა. 

მოულოდნელმა პაუზამ თითქმის ორი საათი გასტანა და მხოლოდ ამის შემდეგ გუნდები კვლავ გამოვიდნენ მინდორზე რათა კომპენსირებული დროის ჩათვლით დარჩენილი 5-7 წუთი ეთამაშათ. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ანგარიშის გასათანაბრებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.

92-ე წუთზე მინდვრიდან ჯანლუკა პრესტიანის გაძევების შემდე „ბენფიკა“ ძალზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მან „ჩელსის“ იერიშებთან გამკლავება ვერ შეძლო. ლონდონელებმა ცხრა წუთის განმავლობაში სამჯერ აიღეს მეტოქის კარი და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც სან-პაულუს „პალმეირასს“ შეხვდებიან.

„ჩელსი“ - „ბენფიკა“ 4:1 დ.დ (1:1, 0:0)
გოლები: 64' რის ჯეიმსი 1:0, 90+5' ანხელ დი მარია, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 108' კრისტოფერ ნკუნკუ 2:1, 114' პედრუ ნეტუ 3:1, 117' კირნან დიუსბერი-ჰოლი 4:1
გაძევება: 92' ჯანლუკა პრესტიანი („ბენფიკა“, მეორე ყვითელი)