საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.
2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ:
ზურაბ კახაბრიშვილს (ექიმი, პროფესორი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი);მერაბ კილაძეს (ექიმი; პროფესორი);გიორგი ჭუმბურიძეს (ექიმი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი);დიმიტრი ბაზერაშვილს (ექიმი, პროფესორი);გიზო გაბესკირიას (რეჟისორი);გვანჯი მანიას (გეოგრაფი, ჟურნალისტი, მეცნიერი, თბილისობის დღესასწაულის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი);ბიძინა სონღულაშვილს (ინჟინერი);ნათელა ვასაძეს (ფილოლოგი, პროფესორი);გელა ფარჩუკიძეს (დირიჟორი);ნელი სალაძეს (სპორტსმენი, მწვრთნელი);მზია აფრიდონიძეს (მუსიკოსი, მხატვარი);გურამ ბათიაშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი);კახა ქორიძეს (არქიტექტორი, მსახიობი);გოგი მარგველაშვილს (რეჟისორი);თამაზ გოდერძიშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი);ნელი კობიაშვილს (ჟურნალისტი, პუბლიცისტი);გივი სიხარულიძე (მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი);ვახტანგ ცუხიშვილს (არქიტექტორი); ზურაბ ყიფშიძეს (მსახიობი);გურამ კალანდაძეს (გეოლოგი);ნელი ბერაიას (მსახიობი და მხატვარი);თენგიზ გაჩეჩილაძეს (პედაგოგი, ჟურნალისტი);თეიმურაზ ლეჟავას (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოში);ოლესია თავაძეს (მხატვარი).