ქეიფი არ არის ქართული სიტყვა, ქეიფი და კაიფი ერთი წარმოშობისანი არიან. - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაიწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
"გრიგოლ ორბელიანი ქეიფის სინონიმად ლაზათს იყენებდა - როდის გავწიოთ ლაზათიო? ან - წამო, ერთი კაი ლაზათი ვქნათო. კაცმა რომ თქვას, არც ლაზათია ქართული სიტყვა, მაგრამ ლაზათის გაწევა ნამეტანი მოხდენილად ჟღერს. 🙂" - წერს ვასილ მაღლაფერიძე.