საბჭოთა კავშირში დაბადებულებმა რევოლუცია როგორი მშვიდობიანიცაა, წესით კი უნდა იცოდნენ! ამბობენ, საფრანგეთშიც არა უშავდა რაო! - ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
"თუ რევოლუციების ისტორიებს გავიხსენებთ, არაძალადობრივი რევოლუცია დაახლოებით ისეთივე საყვარლობად გამოიყურება, როგორც ნაზი წამება ან ნებაყოფილობითი გაუპატიურება! ისე კი, რევოლუციის შესახებ ყველაზე ღრმააზროვანი ლექსი მართლაც გალაკტიონს აქვს დაწერილი, ოღონდ არა ის, ყური რომ მოუკრავთ და იმეორებენ, აი, ეს: "არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი."" - წერს ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუქში".