თუ ადვოკატები დაამტკიცებენ, რომ იმ ადამიანს არ უსვრია ცეცხლგამჩენი ბოთლი, ძალიან კარგი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს თავად "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ფაქტს (ისე იკითხება, რომ ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ). - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს

"ვფიქრობ, რომ ტელევიზიებმა მაქსიმალურად უნდა დაუთმონ ეთერები იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ, რომ "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა დასჯადი არ უნდა იყოს, ანუ, ფაქტობრივად, ამგვარი ბოთლების გამოყენების იურიდიულად დაკანონებას ემხრობიან. იქნებ სერიოზული არგუმენტები აქვთ და დანარჩენ საზოგადოებასაც დაარწმუნებენ, რომ უკმაყოფილების გამოხატვა "მოლოტოვის კოქტეილით" დაშვებული უნდა იყოს. ამავე საკითხზე კარგი იქნება ინტერვიუ (მკაფიო შეკითხვებით და პასუხებით) ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონთანაც, საინტერესოა მისი პოზიცია - რას გვთავაზობს და რა რეკომენდაციას გვაძლევს.

დღეს რაც მსოფლიოში ხდება, იმასთან შედარებით საქართველოში არსებული პოლარიზაცია ბავშვურ ბუტიაობად ჩანს და ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევა "მოლოტოვის კოქტეილებით" თუ დავიწყეთ, ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, უცებ გადავუსწრებთ ყველა ქვეყანას და ცეცხლის ალში გავხვევთ ქვეყანას." - წერს ვასილ მაღლაფერიძე. 

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა