თბილისში, ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ერთერთი კომპანიის სასაწყობე (პლასტმასის საწყობი) შენობას უკიდია. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
შენობასთან მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები.