გზების განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ამჯერად გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ე.წ. კაკლებში, მაჩაბლის ქუჩაზე ხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს 4 000-მდე კვ.მ ფართობზე  დაზიანებული ასფალტის საფარის განახლებას, რაც გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.

სამუშაოების ღირებულება 345 000 ლარს შეადგენს. 

გზის განახლების პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. 

მიმდინარე სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.