შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა  პარლამენტში, საკომიტეტოს მოსმენაზე კრიმინალური პოლიციის რეფორმის და საზღვრის დაცვის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელსა და ბოლო წლებში პოლიციელების ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდაზე.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. 

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამჟამად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს ქუთაისსა და გარდაბანში. 

ასევე, ისაუბრა სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენის შესახებ და განაცხადა, რომ 2024 წელს სამინისტროს 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. ,,Airbus Helicopters“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს, 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება.“