უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომზადებულ ცვლილებებს, დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.
ცვლილება 5 კანონში შედის. ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სასწავლო გრანტს ეხება. ისტორიაში პირველად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის, სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაფარავს. კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა.
ყოველწლიურად, სახელმწიფოს მიერ განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა. საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1+1 სისტემა ინერგება, სადაც სამი წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, ხოლო ერთი წელი მაგისტრატურას.




