თბილისში, ორთაჭალაში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე, სატვირთოს ავტომანქანა 15 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
პირველადი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ქვეითისთვის განკუთვნილ გადასასვლელზე მოძრავ 15 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "აიპრესს" , ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურედ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.