თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, ერთ-ერთი მოქალაქე სახურავიდან ხეზე გადახტა.
მანამდე კი, პროტესტის ნიშნად, სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა.
ადგილზე მყოფმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე სპეციალური გასაბერი ლეიბი გაშალეს.
ხეზე ავიდნენ მაშველებიც, რომლებმაც მოქალაქის უსაფრთხოდ ჩამოყვანა შეძლეს, რის შემდეგაც ის ტერიტორიიდან გაიყვანეს.
თვალჭრელიძის ქუჩაზე დილიდან ხმაურია. მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.