ცესკო-მ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

"აიპრესი" გთავაზობთ ამ დროისთვის რეგისტრირებულ პრეზიდენტობის კანდიდათა სიას.

1. პ/გ "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" - მიხეილ სალუაშვილი;

2. პ/გ პარტია "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი; 

3. პ/გ "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" -ზვიად ბაღდავაძე; 

4 პ/გ "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" -  ვახტანგ გაბუნია;

5. პ/გ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - ლევან ჩხეიძე; 

6. "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - შალვა ნათელაშვილი ;

7. საინიციატივო ჯგუფი: ( 1.ელგუჯა ბურდული; 2.ელგუჯა შვანგირაძე; 3.თეიმურაზ მჟავია; 4.მარიამ მამაცაშვილი; 5.იოსებ მაისაშვილი; 6.სოფიო კანაშვილი; 7.ეკატერინე სოხაძე)  - კახაბერ ჭიჭინაძე;

8. პ/გ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - დავით ბაქრაძე;

9. პ/გ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (ედპ) - ზვიად იაშვილი;

10. პ/გ "თავისუფალი დემოკრატები" - დავით უსუფაშვილი;

11. პ/გ "თავისუფალი საქართველო" - კახა კუკავა;

12. პგ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" - გელა ხუციშვილი;

13. საინიციატივო ჯგუფი: (1.თეიმურაზ ბაბლუანი; 2.ვახტანგ ლაღიძე; 3.რუსუდან გლურჯიძე; 4.სიმონი პეტრიდისი; 5.ივანე იანტბელიძე; 6.გურამ სულთანიშვილი; 7.გიორგი კალანდია; 8.ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი; 9.თამარ ჩხეიძე; 10.ივანე მაჭავარიანი; 11. ანგი ხუციშვილი) - სალომე ზურაბიშვილი;

14. მპგ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" - ზვიად მეხატიშვილი;

15.  საინიციატივო ჯგუფი: )1.ზაურ ნაჭყებია; 2.დავით ხოსიაური; 3.ლელა ებრალიძე; 4.გიორგი წერეთელი; 5.გელა ფარჩუკიძე; 6.გიორგი ანჩაბაძე; 7.ინეზა იამანიძე) - თეიმურაზ შაშიაშვილი;

16. პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" - თამარი ცხორაგაული;

17. "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - აკაკი ასათიანი;

18. საინიციატივო ჯგუფი: ( 1.კახა ბასილია; 2.მარინე ვეკუა; 3.მანუჩარ კვირველია; 4.ნარგიზა ლომთაძე; 5.ლიკა ლუაშვილი) - 
ბესარიონ თედიაშვილი; 

19. პ/გ ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" - ზურაბ ჯაფარიძე;

20. საინიციატივო ჯგუფი: ( 1.დავით გვარლიანი; 2.მერაბ დვალი; 3.გიორგი ხადური; 4.მამუკა ჯახუტაშვილი; 5.ვარა მჭედლიშვილი) - ვლადიმერ ნონიკაშვილი;

21. პ/გ "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" - ირაკლი გორგაძე;

22 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გრიგოლ ვაშაძე;

23 "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" - მიხეილ ანთაძე;

24. საინიციატივო გჯუფი:  (1.ჯემ ბულენთქუჩუქალი; 2.გიორგი შერვაშიძე; 3.თენგიზ თავდგირიძე; 4.უმით ოსმანაღაოღლუ; 5.ლია ბახუტაშვილი; 6.ჯანერ შაჰინბაშ; 7.მერაბ მამულაშვილი; 8.თემურ ჩალაბაშვილი; 9.ნიკა ხუგაშვილი; 10.ილია მხითაროვი; 11.ვაჟა დავითაძე; 12.კონსტანტინე მთავრიშვილი; 13.ჰასან ზიია შევქეთბეიოღლუ; 14.სადიქ ზია ენდეროღლუ; 15.იოანე ანდრიაძე) - გიორგი ანდრიაძე;

25. "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - ოთარ მეუნარგია;

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, აქედან  5 ქალი და 41 კაცი