თუ კონფლიქტი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მფლობელს "ბლოკ ჯორჯიას" შორის 48 საათის განმავლობაში არ მოგვარდება, 48 საათის შემდეგ ზუგდიდი ინფექციური საავადყოფო Cჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს ვერ განახორციელებს,-ამის შესახებ "აიპრესთან" შრომის, ჯანმრთელბის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი არ დარეგულირდება სამინისტროს აქვს ა და ბ ვარიანტი.
"ზუგდიდის ვერც ერთი საავამდყოფო ამ ეტაპზე ვერ განახორციელებს c ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს, გამომდინარე იქიდან, რომ ლიცენზირებული ინფექციონისტი არ არის. თუმცა გვაქვს ორი ვარიანტი. ა)-გადავიტნოთ ფოთში ან ქუთაისში, ბ)-ზუგდიდის რომელიმე კლინიკაში მივავლინოთ ინფექციონისტი",-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვალერი კვარახელიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ზუგდიდის ინფექციურ კლინიკას с ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დაწყებიდან რეგიონის მასშტაბით 1338 პაციენტი ჰაყავს დარეგისტრირებული, აქედან 221 პაციენტი დღესაც იღებს მკუნალობს, 5-მა დაასრულა.
"მე ერთ რაღაცას გპირდებით, ამ პროექტს არაფერი დაემუქრება, ეს არის ჩემი გზავნილი. с ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია სამინისტროსა და ქვეყნისთვის, რომ ვერ დავუშევბთ, რომელიმე პაციენტს შეექმნას რაიმე პრობლემა",-განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის „ინფექციური სავადმყოფოს” 41 თანამშრომელი, საავადმყოფოს მეპატრონეს, კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას უპირისპირდება და უყურადღებობაში ადანაშაულებს.
წერილს, რომლითაც მედპერსონალმა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას მიმართეს, ხელს 41 თანამშრომელი აწერს.
მათი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საავადმყოფოს თანამშრომლებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციების და მოთხოვნების განხორციელება დაიწყეს საავადმყოფოში.
როგორც საავადმყოფოს თანამშრომლები "აიპრესთან" საუბარისას აცხადებენ, "ბლოკ-ჯორჯიას" დღემდე ერთი თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებია. ის ერთადერთი საავადმყოფოა, რომელიც რეგიონში გამართულად მუშაობს.