აკადემიური საბჭოს წევრის, ქეთევან მარშავას განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო თავისი უფლებამოსილების შეწყვეტას პირველი ივლისიდან ითხოვს.

"დღეს აკადემიური საბჭო შეიკრიბა რიგგარეშე. ეს გამოწვეული იყო სტუდენტების რაღაც ნაწილის შიმშილობის აქციით. შეხვედრისთანავე რექტორი შემოვიდა, მიმართა აკადემიურ საბჭოს, გადადგომის შესახებ განცხადებით.

მისი დაჟინებული მოთხოვნა, დააკმაყოფილეს აკადემიური საბჭოს წევრებმა. ეს მოთხოვნა დღესვე დაკმაყოფილდა, ოღონდ ის მოვალეობებს პირველ მაისამდე შეასრულებს. ეს განაპირობა იმან, რომ ახალი რეგულაციით, როდესაც რექტორი გადადგება, კანონი ითვალისწინებს მის დროებით მოვალეობის შემსრულებლის არჩევას. დროებითი მოვალეობის შემსრულებლის არჩევაში მონაწილეობას ღებულობს აკადემიური ხარისხის მქონე, ყველა თანამშრომელი.

ამდენად, ყველაზე შემჭიდროვებული ვადა ამ პროცესის განსახორციელებლად აკადემიურმა საბჭომ მიიჩნია ერთი თვე. პირველი მაისიდან ის უკვე აღარ იქნება რექტორის თანამდებობაზე.

გარდა ამისა, პარალელურად აკადემიურმა საბჭომ თვითონვე მოითხოვა თავისი უფლებამოსილების შეწყვეტა, პირველი ივლისიდან. მოგეხსენებათ, როდესაც აირჩევა დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, მერე უნდა დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნები. ამას ითვალისწინებს თვითონ რეგულაციაც. ახალი რეგულაციით, ფართოვდება აკადემიური საბჭოს შეამდგენლობა და ახალი არჩევნების ჩატარებას ასევე სჭირდება ორი თვე. აქამდე რა გადაწვეტილებაც მივიღეთ, არის ის, რომ თუ გადადგება აკადემიური საბჭო, დაველოდებით არჩევნებს და როგორც კი არჩევნები დამთავრდება, ჩვენც შეგვიწყდება უფლებამოსილება. ამის მაქსიმუმი ვადა არის 1-ელ ივლისამდე, მაგრამ შეიძლება ადრეც მოვასწროთ", - განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა, ქეთევან მარშავამ.