10 აგვისტოს, პირველად ფოთში ევროპის ღია თასის გათამაშება ძალისმიერ სპორტში გაიმართება. 

ღონისძიებაზე 8 ქვეყნის 150 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 

ჩემპიონატზე გათამაშდება ორი საჩემპიონო ქამარი, რომელსაც აბსოლუტური ჩემპიონი მოირგებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბ ,,ფაზისი 2011’’-ის ოთხი ტიტულოვანი ათლეტი შეეცდება. 

ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების ორგანიზებითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიება ჩატარდება ხელბურთის დარბაზში, მისამართზე: ქალაქი ფოთი, ნინო ჟვანიას ქ. N9. 

დასაწყისი: 12:00 სთ.