მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ თბილისის ახალ ზოოპარკში ყველასთვის სანატრელი ჟირაფები დაიდებენ ბინას, რომელიც ჯერ თბილისის ზოოპარკს არ ჰყოლია, ზოგადოების აზრი ორად გაიყო. სოციალურ ქსელში ბევრი იხსენებდა, რომ ბავშვობაში თბილისის ზოოპარკში ჟირაფი ნამდვილად ჰყავდათ ნანახი, ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებდა.
"აიპრესსი" დაინტერესდა, ჰყავდათ თუ არა თბილისის ზოოპარკში ჟირაფები და თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მზია შარაშენიძეს დაუკავშირდა. მზია შარაძენიძის თქმით, თბილისის ზოოპარკს, ბოლო 20 წელია ჟირაფი არ ჰყოლია. თუმცა, აქვე დასძენს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის არც ფოტო და არც ვიდეო მასალა არ არსებობს, თბილისის ზოოპარკში 60-იან წლებში ბინადრობა ჟირაფი, რომელსაც "დიდიხანი არ უცოცხლია" "ზოოპარკის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომლები, 20 წელზეა დაახლოებით საუბარი ამბობენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ნამდვილად არ ყოფილა ჟირაფი, თბილისის ზოოპარკში, არ ახსოვთ. მაგრამ, უნივერსიტეტის მუზეუმში, ინახება ჟირაფის ფიტული და როგორც ამბობენ, ეს ჟირაფი ბინადრობდა თბილისის ზოოპარკში დაახლოებით 50-60 იან წლებში, თუმცა დიდიხანი არ უცოცხლია. რაიმე ფოტო-ვიდეო დამადასტურებელი ამ ფაქტის, არ არსებობს, ანუ ამბობენ რომ 50-60-იან წყლებში იყო, ოღონდ ძალიან ცოტახანი.",-ამბობს "აიპრესთან" მზია შარაშენიძე. კითხვაზე, თუ როდის იგეგმება ჟირაფების ჩამოყავანა თბილისის ზოოპარკში, მზია შარაშენიძე განმარტავს რომ  ჯირაფების ჩამოყვანა უახლოეს მომავალში არ იგეგმება. -ახალ ზოოპარკში იგეგმება, აფრიკის ვოლიერის გაკეთება, ეს იქნება 10 ჰექტარიანი ვოლიერი, სადაც დაიდებენ ბინას აფრიკის სავანაში გავრცელებული ცხოველები: ზებრები, მარტორქა, ანტილოპა და ჟირაფი. ჟირაფების ჩამოყვანა არ არის ჩვენთვის პრობლემა იმ თვალსაზრისით რომ შეგვიძლია მოვძებნოთ შესაბამისი ასაკის და შესაფერისი, ჩამოვიყვანოთ, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ არც ახალ ზოოპარკში გაკეთდება ეს აფრიკის ვოლიერი. ეს არც იაფი ამბავია და არც უახლოეს მომავალში მოხდება.",-ამბობს მზია შარაშენიძე.