თელავში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. 

ქალი სოციალურ ქსელ ,,ტიკ ტოკში,, საკმაოდ პოპულარული იყო. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ქალს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.