მოცეკვავე თეა დარჩია ტელეკომპანია "იმედთან" აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის რუსული და მისი მიღება არ შეიძლება.

„მე წინააღმდეგი ვარ რუსული კანონის. მე უშუალოდ კანონი არ წამიკითხავს, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ამ კანონის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, - განაცხადა თეა დარჩიამ "ქრონიკასთან" სატელეფონო კომენტარის დროს. 

ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“