თბილისში, ზაზა ბენდელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან, კლდე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 ჩამოშლილმა ფერდმა ქვეშ მოიყოლა ავტომობილი. ასევე ხეებმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსის პირველი 3 სართულის ნაწილი.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.