თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი მესამე სართულზე გაჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართი.

„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შეტყობინების მიღების შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია. დაშავებული არავინ არის. დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი“,- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.