15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ვაკის რაიონში ამომრჩეველთა 47.45%-მა მიიღო. 

მეორე ადგილზე მთაწმინდის რაიონია, სადაც არჩევანი მოსახლეობის 45.83%-მა დააფიქსირა

ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია - 37,84%.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922  ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.