საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

ცესკოს მონაცემების თანახმად, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობამ  შეადგინა 1 454 837, რაც ამომრჩეველთა სრული სიითი რაოდენობის (3 495 789) 41,62 %-ია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საათისთვის უბნებზე 1 279 947 ამომრჩეველი იყო მისული - ამომრჩეველთა სრული სიითი რაოდენობის (3 511 853) 36,45%.

15:00 მონაცემებით ყველაზე მაღალი აქტივობა (54,17%) რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი (35,64%) კი ქვემო ქართლში. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ  42,42% შეადგინა.

2020 წელს 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა (49,5%) რაჭა-ლეჩხუმში იყო, ყველაზე დაბალი (33,9%) კი ქვემო ქართლში. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 34,2% იყო