სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ შემთხვევას, კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
"სირცხვილია, სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
Shame shame and very immoral to use an ethnic minority to rigg the elections https://t.co/XMMjUyUTjA
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 26, 2024