ამის შესახებ ჯგუფის დამფუძნებელი მუსიკოსები ბრაიან მოლკო და სტეფან ოლსდალი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთობლივ პოსტში იუწყებიან.
„დიდი ბოდიშის მოხდით ვაცხადებთ, რომ 8 სექტემბერს, ყაზახეთში, ალმათიში, Park Live Festival -ზე გამოსვლას ვერ შევძლებთ. ამას აქვს საფუძვლიანი მიზეზები, რაც ჩვენ ვერ მოვაგვარეთ და არ არის დაკავშირებული ორგანიზატორთა პროფესიონალიზმთან.
შესაბამისად, ჩვენი ქართველი პრომოუტერების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამან ლოგისტიკურად შეუძლებელი გახადა ჩვენთვის 12 სექტემბერს, თბილისში გამოსვლა.
ჩვენ ღრმად ვწუხვართ იმ იმედგაცრუებისთვის, რაც ამან გამოიწვია. ჩვენ გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველა ჩვენს გულშემატკივარს ყაზახეთსა და საქართველოში ასეთ გვიან ეტაპზე გაუქმებისთვის. ასევე გულწრფელ ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც შორიდან აპირებდა ჩასვლას.
ვიმედოვნებთ, რომ დავბრუნდებით ორივე ქვეყანაში მომავალში, როცა ეს შესაძლებელი იქნება
მადლობა გაგებისთვის.
ბრაიანი და სტეფანი", - წერენ მუსიკოსები ინსტაგრამზე.