საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პარლამენში გამოსვლის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან მედიის წარმომადგენლები წარმომადგენლები გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
მედია, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ჩამოვედით ჭიშკართან, გვითხრეს, ჭიშკართან ვერ გაჩერდებითო. კი ბატონო, დავემორჩილეთ პოლიციელების მოთხოვნას, გადმოვედით ტროტუარზე. სრულიად მოულოდნელად, გაუთვალისწინებლად, უკნიდან მოგვადგნენ ნიღბიანები, გვაწვებოდნენ, გვათრიეს, რამდენჯერმე მივარტყი ფეხი“, – განაცხადა „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან მობილიზებულია საპოლიციო ძალები. აქციის მონაწილეებსა და მათ შორის რამდენჯერმა დაიძაბა ვითარება და დაპირისპირება მოხდა.
პ.ს. ფოტო კადრი აღებული "პუბლიკას" პირდაპირი ეთერის ჩართვიდან.
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.