სუს-ში აცხადებენ, რომ ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სკოლების ნაწილში მუშაობა უკვე დასრულდა, ნაწილში კი გრძელდება.
სუს-ის ინფორმაციით, იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის არც ერთ სკოლაში არ არის აღმოჩენილი.
ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა.
ამ დროისთვის, აღნიშნული არხი წაშლილია.