სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაისში მოსული უხვი ნალექი და ჰაერის ტემპერატურის მატება საქართველოს მევენახეობის ზონებში იდეალურ პირობებს ქმნის ვაზის ჭრაქის პირველადი და მეორეული ინფექციების გავრცელებისთვის.
"დაავადების პრევენციისა და ეფექტური მართვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს კომპლექსური ღონისძიებების დროულ გატარებას ურჩევს.
ხშირი წვიმების დროს, მოსავლის შესაძლო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ კონტაქტური პრეპარატების გამოყენება არ არის ეფექტიანი, რადგან უხვი ნალექის პირობებში კონტაქტური პრეპარატები მთლიანად ირეცხება და წამლობა ეფექტს კარგავს. მაღალი ინფექციური ფონის და ხშირი წვიმების დროს, სისტემურ პრეპარატებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 10-12 დღეს (ნაცვლად სტანდარტული 14 დღისა). კონტაქტური პრეპარატების შემთხვევაში კი ინტერვალი 7 დღემდე მცირდება.
სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე ჯგუფის სისტემური პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენება ზრდის პრეპარატთან შეგუების რისკს და მოქმედების ეფექტს ამცირებს. ნებისმიერი ფუნგიციდის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის ეტიკეტი და ინსტრუქცია. მკაცრად დაიცავით დოზირება და უსაფრთხოების წესები." - ნათქვამია სესის გავრცელებულ ინფორმაციაში.








