ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სტაბილური ბიზნეს რეგულაციების რეიტინგს აქვეყნებს.
https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/
რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე: რამდენად უზრუნველყოფს მთავრობა ბიზნესის კეთებისთვის სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს.
გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულში გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, OCED-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 33 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, ისრაელი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა.
ევროპის საუკეთესო შვიდეული ასე ჩამოყალიბდა: შვეიცარია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია, ირლანდია, ნორვეგია, და საქართველო.








