პარლამენტის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი 83 - ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე განათლების სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

დეპუტატმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა და განათლების მიმართულებით პარლამენტის საქმიანობა გააცნო.

„ვისაუბრეთ  განათლების სისტემაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.  განვიხილეთ რეფორმები განათლების სექტორში.  83-ე სკოლა სამგორში  მდებარეობს, ამიტომ ბევრი კითხვა სწორედ ამ რაიონთან დაკავშირებით იყო. მოსწავლეებს აინტერესებდათ რა გეგმები გვაქვს რაიონის განვითარებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.