საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წლისათვის 21 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე (registration.emis.ge) და დასრულდება 8 ივნისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. საყოველთაო ელექტრონული რეგისტარცია დასრულდება 12 ივნისს. 2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.