პოლიციელმა, რომელმაც 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე ბლაგვი საგნის სროლის შედეგად დაშავდა, მხედველობა დაკარგა
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მიღებული დაზიანების შედეგად მხედველობა დაკარგა. კერძოდ, 29 ნოემბერს ოპოზიციის აგრესიულმა აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს. პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა სამწუხაროდ, დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა."