მანამდე კი შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადა ნათქვამი იყო აქცია გასცდა მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, დაემორჩილეთ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს.
უკვე რამდენიმე საათია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ". რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.
დემონსტრანტები იმყოფებიან ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც, აქტივისტების ნაწილი კი ხმაურის გამოწვევას ცდილობს და პარლამენტის შესასვლელების რკინის ჯებირებს ურტყამს.
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმი დაახლოებით 3 საათის წინ გამოჩნდა.
შსს-ს განცხადებით, რომელი 01:15 საათზე გავრცელდა: "პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ
შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო
დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ
საშუალებებს. - ნათქვამი უწყების გავრცელებულ განცხადებაში.