პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების ჩვენებით, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაარღვია - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
'ეს არის მიხეილ სააკაშვილის დამცირების, აბუჩად აგდების, მძიმე ავადმყოფობის სასაცილოდ აგდების მორიგი მცდელობა. კადრების გავრცელება პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება. მე რაც ვნახე, იქ დაჩქარებული კადრებიც არის, როცა სააკაშვილი გადაადგილდება, ლამის გარბოდა. უნდათ ამტკიცონ, რომ ცუდად კი არ არის, გადაადგილდება. ჩვენ არასდროს გვითქვამს რომ სააკაშვილი მკვდარია. ეტყობა, მძიმე ავადმყოფს ისინი მხოლოდ მკვდარ ადამიანს უწოდებენ"- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.