დაცვის სტრატეგია შეიცვლება, მზად ვართ მიხეილ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო სასამართლოებში გავიტანოთ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ადვოკატები დღესვე შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ რადიკალური ზომების გატარებაზე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მას კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა გააჩნია, გამოიყენოს შეწყალების აქტი. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ხვალ და ზეგ დაგვიანებული იქნება.
დაცვის სტრატეგია შეიცვლება, იმიტომ, რომ დრო არ არის. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში. მას რამე რომ მოუვიდეს, ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მზად ვართ იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოებში იქნეს ეს საქმე გატანილი“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.