სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სამსახური გასულ წელს 59 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა. აქედან 23 941 (41%) პირმა სატელეფონო, 23 772 (40%) მოქალაქემ – სკაიპით, ხოლო 7 919 (14%) მოქალაქემ – ონლაინკონსულტაცია მიიღო. ელექტრონული ფორმით სულ 3 094 (5%) განცხადება შემოვიდა, რის საფუძველზეც მოქალაქეებმასახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა მომსახურების მიღება შეძლეს.
გასულ წელს ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალება მიეცათ სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოს სერვისები დისტანციური მომსახურებით მიეღოთ. 2015 წლის განმავლობაში აღნიშნულიმომსახურებით ოცზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ისინი სკაიპის მეშვეობით დისტანციური მომსახურების სამსახურსდაუკავშირდნენ და ჟესტების ენაზე კონსულტაცია კვალიფიციური სპეციალისტებისაგან მიიღეს.
უცხოეთში მყოფმა საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ დისტანციური მომსახურების სამსახურს 2015 წლის პირველკვარტალში მიმართა. სამსახურს მოქალაქეები ყველაზე ხშირად სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზემინდობილობისა და თანხმობების (968) გასაფორმებლად უკავშირდებოდნენ. 2015 წელს ონლაინ მომსახურებითსაზღვარგარეთ მყოფ პირებზე 634 პასპორტი გაიცა, 735 შემთხვევაში სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითიმოწმობა და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა გაიცა, 92-მა პირმა საინფორმაციობარათი/სულადობის ცნობა მიიღო, 489 ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე დადგა, ხოლო 176-მა ადამიანმა სამსახურსმოქალაქეობა/მიგრაციის საკითხებზე მიმართა.
ცნობისათვის, დისტანციური მომსახურების სამსახური საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს ონლაინსერვისებს სთავაზობს, რომლითაც შესაძლებელია სასურველი მომსახურების სახლიდან/ქვეყნიდან გაუსვლელად მიღება.მოქალაქეებს განცხადების შევსება სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ გვერდის http://www.sda.gov.ge/ საშუალებითშეუძლიათ. ონლაინ რეჟიმში ელექტრონული ფორმით განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა მოქალაქეს გააჩნდეს ვებ-კამერა,ყურსასმენი და მიკროფონი.
სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს დამოქალაქეებს სამსახურთან დაკავშირება მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ ტელეფონის (+995 32 2 40 10 10) ან სკაიპისსაშუალებით (sda.ge).