გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ  26 ივნისი  გამოცხადებულია ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ. 

ეს დღე ყოველწლიურად  1987 წლიდან  აღინიშნება და მისი მიზანია   საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ნარკოტიკების მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, ხელს უშლის სრულფასოვანი განათლების მიღებასა და დასაქმებას. ნარკოტიკების მოხმარება განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს ახალგაზრდებისათვის.

ეს დღე მოუწოდებს ყველას გააძლიერონ თანამშრომლობა და ქმედებები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან თავისუფალი საერთაშორისო საზოგადოების მისაღწევად. 

ცნობისთვის,  2025 წლის ივნისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  300 კგ. ჰეროინის ამოიღო. ასევე 24 ივნისს შს მინისტრმა განაცხადა, რომ უწყებამ  ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი  დააკავა

შეგახსენებთ, 2020 წელის გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი მონაცემებით საქართველო 15-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების დონით, შესწავლილ 220 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა 

ევროპის ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების სასკოლო პროექტის (ESPAD 2019)  – 2019 წლის მონაცემებით 16 წლის ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში მარიხუანას მოხმარება 14,5%-ია (ბიჭი – 22,7%, გოგონა – 7,4%); უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში – 10% (ბიჭი – 16,4%, გოგონა – 4.5%); უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში კი – 10% (ბიჭი – 13,1%, გოგონა–7.5%). მარიხუანის გარდა ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია ინჰალანტები 5,2%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს (ბიჭი-5,3%,გოგონა- 5,2%), უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გაუსინჯავს 2,9%-ს (ბიჭი - 2.5%, გოგონა - 1.4%), მაგიური სოკოები სიცოცხლის განმავლობაში გაუსინჯავს 2,1%-ს (ბიჭი-2,4%, გოგონა 1,9%) ასევე გვხვდება ექსტაზის, მეტამფეტამინის, ამფეტამინის, კოკაინის, ჰეროინის მოხმარების შემთხვევები.