სენაკში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ- ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა.
"დამწვარია მაღაზიის მცირე ნაწილი.
სახანძროები მალე მოვიდნენ და მოხდა გადარჩენა, თორემ არსებობდა საშიშორება, ბინებს გადადებოდა. რა ზარალი მიადგა მეპატრონეს, უცნობია",-ამბობს თვითმხილველი.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.