აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი და ჯგუფის წევრები: ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანი“ ახალგაზრდული კავშირის და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდებთან ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ, მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობების მრავალი მიმართულებით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ახალგაზრდებს შორის ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდებს უკვე აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა და მომავალშიც ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს გეგმავენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.